Wednesday, December 14, 2016

პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად დააწკაპეთ ამ ბმულზე

მეცხრე ტრენინგდღის რეფლექსიa



წესრიგში მოვიყვანეთ პორტფოლიოს სხვადასხვა დოკუმენტები, მოვემზადეთ და დასრულებული პორტფოლიო ავტვირთეთ გუგლის დისკზე. შემდეგ კი გამოვაქვეყნე ბლოგზე. ვფიქრობ ტრენინგი ნაყოფიერი იყო და გამომადგება აქ შეძენილი ცოდნა სასწავლო პროცესის წარმართვისას.

მერვე ტრენინგდღის რეფლექსია




დღეს დავასრულე სასწავლო პროცედურები. გამოვიყენე სწავლებისა და შეფასების მრავალფეროვანი სტრატეგიები. განვსაზღვრე თუ როგირ გავუკეთო ფასილიტაცია მოსწავლეებს პროექტის მიმდინარეობის დროს.  ასევე ვიმუშავე დიფერენცირებული სწავლების სხვადასხვა მეთოდებზე. მივდივართ ტრენინგის დასასრულისაკენ. მადლობა ტრენერს საინტერესოდ ჩატარებული სამუშაოსათვის.

ტრენინგის მეშვიდე დღე



ვიმუშავე  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე, ანუ მულტიმედიურ პრეზენტაციაზე. სლაიდშოუ საინტერესო გამოვიდა , პრეზენტაციაში პასუხი გავეცი მიმართულემის მიმცემ საკვანძო შეკითხვებს. პრეზენტაცია გავამდიდრე სხვადასხვა ინტერნეტ რესურსებით.

ტრენინგმა საინტერესოდ ჩაიარა

Monday, December 5, 2016

მეექვსე ტრენინგდღის რეფლექსია

დავიწყე ინტერნეტიდან მასალის გადმოწერა. გადმოვწერე სურათები და ტექსტური ინფორმაცია. შევქმენი პრეზენტაციის შაბლონი და მოვემზადე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნისათვის.დღემ ნაყოფიერად ჩაიარა,მადლობა  ჩვენს ტრენერს ბატონ გიორგი ხომასურიძეს.

მეხუთე ტრენინგდღის რეფლექსია

გავაგრძელე შეფასების ინსტრუმენტებზე მუშაობა, ჩვენი საპროექტო თემისათვის შევარჩიე შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. პროექტის მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ  გავაკეთე შეფასების ინსტრუმენტების მოკლე აღწერა.

მეოთხე ტრენინგდღის რეფლექსია

დავიწყე შეფასების ინსტრუმენტებზე მუშაობა.განვსაზღვრე და ჩემს პროექტს შევურჩიე მოსწავლეთა წინარე ცოდნის განმსაზღვრელი შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. ტრენინგის ამ დღემ  საინტერესოდ და შინაარსიანად ჩაიარა.

Monday, November 28, 2016

მესამე ტრენინგ დღის რეფლექსია

 ჩამოვყალიბდი საპროექტო თემაზე,შევურჩიე ესგ შესაბამისი სტანდარტები,განვსაზღვრეთ პროექტის მიზნები,ჩამოვაყალიბე პროექტის ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

პირველი მოდულის რეფლექსია

გავეცანი პროექტით სწავლების თავისებურებებს,რაც ჩემთვის ნაცნობი თემაა და ვფიქრობ არ გამიჭირდება.გავეცანი ელექტრონულ სახელმძღვანელოს,პროექტის ნიმუშს,პროექტის გეგმის შაბლონს,რაც ჩემთვის საინტერესოა, ვფიქრობ დიდ დახმარებას გამიწევს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში.