Wednesday, December 14, 2016
მეცხრე ტრენინგდღის რეფლექსიa
წესრიგში მოვიყვანეთ პორტფოლიოს სხვადასხვა დოკუმენტები,
მოვემზადეთ და დასრულებული პორტფოლიო ავტვირთეთ გუგლის დისკზე. შემდეგ კი გამოვაქვეყნე
ბლოგზე. ვფიქრობ ტრენინგი ნაყოფიერი იყო და გამომადგება აქ შეძენილი ცოდნა სასწავლო პროცესის წარმართვისას.
მერვე ტრენინგდღის რეფლექსია
დღეს დავასრულე სასწავლო პროცედურები. გამოვიყენე სწავლებისა
და შეფასების მრავალფეროვანი სტრატეგიები. განვსაზღვრე თუ როგირ გავუკეთო ფასილიტაცია
მოსწავლეებს პროექტის მიმდინარეობის დროს.
ასევე ვიმუშავე დიფერენცირებული სწავლების სხვადასხვა მეთოდებზე. მივდივართ
ტრენინგის დასასრულისაკენ. მადლობა ტრენერს საინტერესოდ ჩატარებული სამუშაოსათვის.
ტრენინგის მეშვიდე დღე
ვიმუშავე მოსწავლის
სავარაუდო ნაშრომზე, ანუ მულტიმედიურ პრეზენტაციაზე. სლაიდშოუ საინტერესო გამოვიდა
, პრეზენტაციაში პასუხი გავეცი მიმართულემის მიმცემ საკვანძო შეკითხვებს. პრეზენტაცია
გავამდიდრე სხვადასხვა ინტერნეტ რესურსებით.
Monday, December 5, 2016
მეექვსე ტრენინგდღის რეფლექსია
დავიწყე ინტერნეტიდან მასალის გადმოწერა. გადმოვწერე სურათები და ტექსტური ინფორმაცია. შევქმენი პრეზენტაციის შაბლონი და მოვემზადე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნისათვის.დღემ ნაყოფიერად ჩაიარა,მადლობა ჩვენს ტრენერს ბატონ გიორგი ხომასურიძეს.
მეხუთე ტრენინგდღის რეფლექსია
გავაგრძელე შეფასების ინსტრუმენტებზე მუშაობა, ჩვენი საპროექტო თემისათვის შევარჩიე შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. პროექტის მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ გავაკეთე შეფასების ინსტრუმენტების მოკლე აღწერა.
მეოთხე ტრენინგდღის რეფლექსია
დავიწყე შეფასების ინსტრუმენტებზე მუშაობა.განვსაზღვრე და ჩემს პროექტს შევურჩიე მოსწავლეთა წინარე ცოდნის განმსაზღვრელი შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. ტრენინგის ამ დღემ საინტერესოდ და შინაარსიანად ჩაიარა.
Subscribe to:
Posts (Atom)